Litclub.ge

* * * აღარც ფარხმალი მინდა დავყარო
                           ალეკო დოლბაიას
აღარც ფარხმალი მინდა დავყარო,
გულით მომინდ ლოცვა!
ჩემთვის დაიქცა მთელი სამყარო,
ყველა წავიდა როცა...
აღარ შემომრჩა ქვეყნად არავინ,
აღარც მშობელი, არც ძმა!
უკვე დამჩემდა შიში მზარავი,
კიდევ გრძელდება ჯვარცმა...
მენატრებოდა ერთი წმინდა დღე,
ესეც იღბალი, ბედი!
დღემდე იმდენი რამე ვიდარდე,
რაღა ვიდარდო მეტი?
გულთან არაფერს აღარ მივიტან,
ბევრჯერ ვიფიქრე, თუმცა:
ყველა ტკივილი გულთან მივიდა,
დარდით გახლეჩილ გულთან...
რაც შენ გაგანდე, ზღვაში წვეთია,
მორჩა ოცნება, კმარა!
რადგან წამება ჩემი ბედია,
უნდა ვეწამო მარად...