Litclub.ge
* * * აღარც იმედი შემოგრცა დიდი
აღარც იმედი შემოგრჩა დიდი,
ფიქრობ უღმერთო ბედისწერაზე...
ვისაც ყველაზე ახლობლად თვლიდი,
შორებელია თურმე ყველაზე!
აღარც ოდნავი მუდარა, ხათრი,
რწმენის სანთელსაც უკვე აქრობენ...
ვისაც ბოლომდე ახლობლად ჩათვლი,
სადღა შეხვდები ისეთ ახლობელს?!