Litclub.ge
* * * ისეთივეა, რაც იყო წინათ
ისეთივეა, რაც იყო წინათ:
მკაცრი, ნამდვილი, მარად უცვლელი...
შიში გამაჩნდა სიკვდილის მიმართ,
ახლა პირიქით - მშვიდად ვუცქერი!
ჯვარცმა, გოლგოთა, ეკლის გვირგვინი,
სისხლით უმანკო ცაა ნაფერი...
აღარ გადაგღლი: ჩემთვის სიკვდილი
მარტოობაა, სხვა არაფერი!