Litclub.ge

* * * სულის სატკივარს ვეღარ მოითმენს
სულის სატკივარს ვეღარ მოითმენს,
ტკივილს სხეულის არც ვნაღლობ დიდად...
ტანჯვას აგემებს მკაცრი დრო იმდენს,
ამოსუნთქვასაც ვერ შეძლებს მშვიდად!
დღემდე უთქმელი დარდით სავსეა -
კაცი ალალი, მნახველი ბევრის...
როცა მწარდება , დღესაც ასეა:
ბედისგან ჯვარცმულ სიცოცხლეს წყევლის!