Litclub.ge

* * * დაფარულია გზები ნარ-ეკლით
დაფარულია გზები ნარ-ეკლით,
უკვე ცხოვრებაც წავიდა უკან...
ნუღარ წუხდებით ჩემგან დარეკვით,
ჩემი მოკითხვით წუხდებით ნუღარ.
ამქვეყანაზე ჩემთვის ვის ცხელა,
რატომღაც თქვენ რომ იფიქროთ ჩემზზე...
ვიცი, დამანგრევს დარდი მთის ხელა,
ვარ, სამწუხაროდ, არაფრის შემძლე!