Litclub.ge

* * * ბევრჯერ მაგემა ცხოვრებამ შხამი
ბევრჯერ მაგემა ცხოვრებამ შხამი,
ბედმაც სამსალა მასვა ხელადით...
საათი, წუთი, ყოველი წამი:
ქვეყნად ყოველი გამო ვღელავდი!
ვუძლებდი: გრიგალს, ჯოჯოხეთს, ხანძარს,
ტკივილს, გოდებას, ჯვარცმას, ქარიშხალს...
ვიდრე ოცნების ავაგებ ტაძარს,
კიდევ მრავალჯერ შევსვამ დარიშხანს!
მძიმე მარგუნა განგებამ ბედი,
შეღებილია წითლად ცის კიდე...
ვცდილობ არასდროს მოვხარო ქედი,
თუნდაც არაერთ ტანჯვას ვიმკიდე!
საათი, წუთი, ყოველი წამი:
ქვეყნად ყველაფრის გამო ვღელავდი:
ბევრჯერ მაგემა ცხოვრებამ შხამი,
ბედმაც სამსალა მასვა ხელადით!