ვერარ გავექეცი ასეთ ბედს:
ვერსად გავიხარე დიდად...
თუკი პოეზია მაქცევს გვერდს,
მართლა არაფერი მინდა!
გულში გრიგალივით მოწოლილ
ტკივილს ვაჟკაცურად ვებრძვი,
რათა გიზგიზებდეს კოცონი:
ერთ დროს მინავლული ცეცხლი!
თუკი ვერ დავლოცე ჩვენი მზე,
ვერარ დაგიდექი მხარში:
ძმაო, დიდსულოვნად შემინდე,
აღარც პოეტი ვარ მაშინ...