გული შემომემსხვრა ფარივითა,
მზეი ოცნებისა ჩავიდა.
ყველამ მიმატოვა, ყველამ დამივიწყა
ყველამ მომიშორა თავიდან.
ახლა არაფერი მეშველება,
ვცხოვრობ უალერსოდ, მარტოკა.
ყველამ დამამადლა ხელის შეშველება,
ყველამ მომიძულა რატომღაც.
უკვე დამიმონა სიმარტოვემ,
თითქმის დავუძლურდი სულითაც.
რატომ დამივიწყეთ, რატომ მიმატოვეთ,
რატომ ამომიღეთ გულიდან.