Litclub.ge
* * * მოღელავს ფიქრი - უსაზღვრო განგი
მოღელავს ფიქრი - უსაზღვრო განგი,
წაიღო გული დეკემბრის სუსხმა.
ყველაფერს ისე მოედო ჟანგი,
როგორც კედელში ჩარჩენილ ლურსმანს.
არავინ მხვდება ნამდვილი გრძნობით,
ხელახლა მტკივა ჭრილობა ძველი.
იქნება დროა, გავტენო თოფი -
მოვიკლა თავი ჩემივე ხელით?