Litclub.ge
* * * ირგვლივ ქარი... ბობოქარი ზღვები...
ირგვლივ ქარი... ბობოქარი ზღვები...
მძიმე ფიქრით ნაწამები სახე...
ახლა უფრო იშვიათად ვყვები,
რაც ამქვეყნად გაჭირვება ვნახე.
დავდიოდი მტვრით დაფარულ გზებზე,
ღრმა ტკივილი ვეღარაფრით ვძლიე...
ყველაფერი როგორ გითხრა ჩემზე,
ვიცი, გული გეტკინება ძლიერ.