Litclub.ge
* * * მფარველი ქვეყნად არავინ მყავდა
მფარველი ქვეყნად არავინ მყავდა,
კაცი ვიყავი მუდამ მართალი.
იმაზე ფიქრი მიმყვება დარდად:
ვერაფრის შეცვლა ვერ მოვასწარი...
როგორ უეცრად დაეშვა ფარდა,
როგორ უეცრად დადგა ზამთარი.
იმაზე ფიქრი მიმყვება დარდად:
ვერაფრის შექმნა ვერ მოვასწარი.