Litclub.ge

* * * როცა სიცოცხლეს კვლავ უბრუნდები
როცა სიცოცხლეს კვლავ უბრუნდები,
როცა შრიალი გახარებს თუთის;
ყველას ჰგონია მსგავსი წუთები,
ჩემს ცხოვრებაში ყოფილა წუთი:
თავს ბედნიერად ვთვლიდი თითქოსდა,
მაგრამ, როდესაც ვიღაცა წუხდა -
ვერ წარმოიდგენ, როგორ მიმქონდა,
მისი ტკივილი წამება გულთან...