Litclub.ge

* * * ჟამი არაერთხელ ნათქვამია
ჟამი - არაერთხელ ნათქვამია -
დაუნდობელია, ცრუ არი...
ყველა ჩვენთაგანი მართალია,
ჩვენში არვინაა მტყუანი.
თუმცა ილეწება ცხრაკლიტული,
ქრება სისხლიანი წარსული:
რწმენა უღვთოდაა გაყიდული
დროშაც დახრილია, ქართული...
სხვისი გამტყუნება ადვილია,
თავი გაიმტყუნო - ძნელია.
სისხლი დასაღვრელი დაღვრილია,
თვალში სინანულის ცრემლია...
ჟამი - არაერთხელ ნათქვამია -
დაუნდობელია, ცრუ არი...
ყველა ჩვენთაგანი მართალია,
ჩვენში არვინაა მტყუანი.