ბლატნოებს ვუსმენ. სუ გული აქვთ ამ ურკაგანებს აჩუყებული. ძაან მაგრა დარდობენ. ამ დარდისგან თავის დასაღწევად იღუპებიან. ამ დარდისგან თავის დასაღწევად ღუპავენ სხვებს.
"ჴолова, головушка поставлена на конь!
Тебе новая звезда, а мне новый срок
Простой народ, начальник, я не обижу,
Придჲт время, серჲзный куш вазму"...
წერაც ეგრეა. დარდისგან თავის დაღწევის მცდელობა და სერიოზული "კუშის" დათრევის იმედი.
ბოლოც ერთია...
ვიცით ეგა და იმიტომაც ვდარდობთ.
საქმეზე გავდივართ... იქით არც ვიყურებით, იქით ჰორიზონტზე აყუდებულ, ნისლში გაბლანდულ, გვერდზე გადახრილ, გვერდულად, ცივად გაღიმებული "Кресты"-სკენ. არ ვიმჩნევთ.
მერე გავრბივართ.
ტაიგაში თოვლის ნამქერში...
ხოშიანად მივაბუქებთ ვერცხლისფრად აშლილ აციმციმებულ თოვლს და ვგრძნობთ, ფეხქვეშ როგორ ქრება ყველაფერი, რამაც შეიძლება გაგვაჩეროს. მივდივართ, მივზუზუნებთ. გაკვირვებული მოგვყრანტალებს ორ საუკუნეს გადაცილებულ არყის ხის კენწეროზე შემომჯდარი, ბებერი სალავეი-რაზბოინიკის უბეში გაზრდილი ყავავი...
ვუსტვენთ!
მოწონებით გვიყურებს ჰორიზონტზე ნისლებში აბლანდული, გვერდზე გადახრილი "Кресты!"
ვინც ვერ გარბიხართ, ნუ იდარდებთ. თქვენ არ შემოგეყრებათ თოვლზე დაყუნცული მშიერი მგლების ხროვა. თქვენ ვერ იგრძნობთ სიკვდილის წინ ბებერი მგლის სისხლის გემოს.
დარდობენ აკელა, ტოტია და ტაიგის უსახელო მგლები...
ვდარდობთ ჩვენც...