გამოსავალის ძებნა დამამცირებელია. თითქოს გეშინია, აეგრე ჯიგრულად აუქნიო საკუთარ თავს ხელი და წელგამართული და თავაღერილი პირდაპირ აასკდე ცხოვრებას.
ტეხავს გაწვე და მუცელზე ხოხვა დაიწყო იმისთვის, რომ უსაფრთხოდ გახვიდე.
ტეხავს.
უფრო ჭკვიანური კია.
იცი ეგა, მაგრამ არ გინდა ჭკვიანური. ანკი, როგორ უნდა იფორთხო ამხელა კაცმა?!
ეგრე კიდევ სიკვდილია.
სიკვდილი კიდევ უფრო მაგრად ტეხავს.
სიკვდილი კაპიტულაციაა.
ეს იგი, გამოსავალი მაინც არსებობს...
სოცოცხლე.