Litclub.ge

ისევ
ისევ შემოდგომა.
ისევ წვიმს.
ისევ ცივა.
ისევ იწყება ცხინვალში ომი, რომელიც არასოდეს დაიწყება და არც არასოდეს დამთავრდება.
ისევ ნაცრისფერდება დღე.
ისევ მოფარფატებენ მიწისკენ ხის კენწეროს აწყვეტილი ყვითელი ბებერი ფოთლები.
ისევ ვსვამ ჯერზე ორ ბოთლ არაყს.
ისევ ვწერ.
ისევ გავრბივარ სახლიდან და ისევ ვბრუნდები.
ისევ ვიწყენ, ისევ ველოდები. ისევ ვემზადები ჩემს გიჟურ და თავზეხელაღებულ პახოდებში წასასვლელად.
ისევ ავხედავ მოწყენილი აივნის ჭერზე ჩამოკიდებულ ჩემს მაგარ ლანჩა ამძვრალ ბათინკებს, რომლებსაც საქართველოს ყველა პირობითი და არაპირობითი საზღვარი აქვთ დარღვეული და ყველა ხიპიშნოი და დანაღმული მდინარე გატოპილი.
ისევ ვტრაბახობ.
ისევ ვიცი, რომ ამ პახოდებიდან რომელიღაცა ყველაზე მაგარი და მნიშვნელოვანი იქნება.
ისევ მკიდია ფეხებზე საკუთარი თავი.
ისევ ვშაყირობ ყველაფერზე.
ისევ ხმამაღლა ვიცინი.
ისევ მახტუნებს ძილში ჩემი ცოდვები.
დაზამთრდება ისევ.