Litclub.ge

ჯერ აქ ვარ
(ძველისგადამღერება)



მიჭირს, როგორ შეგთხოვო,
ცოტაც დამაცაო,
შენი უძიროობის
ხილვა მაბნევს, ცაო!

ვდგავარ, მითქვამს, რამდენჯერ,
მეხი დამეცაო,
წამებული, თანდათAან,
გავხდი სამიწაო.

ბოლო წამი, წაფერდილს,
მალე მეტყვის: წაო!
გიმზერ, გადალურჯებულო,
მზით ნაფერო ცაო!