Litclub.ge

მახსენდება დაღუპული ცხოველი
ცაცებს ვეღარ შემართავ,
ვერც ბოსტნეულს დასუნავ...
შენი სული, პაწია,
სად დაცოცავს, ზაზუნავ?!

ცხვირი ბურბუშელაში
ვეღარ შეგიმალია...
აღარც მინდა, რო ვნახო
ცარიელი გალია.