(უსამაიბნმუნყიზისნაამბობიდან)
თვალების დათხრა, შუბზე აგება...
დაბუგავს ბაღნარს მზე, თუ გაცხარდა...
მძაგს სისასტიკე და ვერაგობა -
მუსლიმთა, სისხლით გაუმაძღართა.
ძირგამოთხრილი სიმაგრე ბოლავს...
კვამლი და ბუღი, ცეცხლად ნადენი...
თესავებს გულებში შიშსა და ძრწოლას,
შუაზე ფატრავს ტყვეს სალადინი.
იწამეს ძალა სხვა ღმერთის, სხვა ცის,
მოედინება სისხლის მორევი;
ერთია - გინდა მოუკლავთ კაცი,
გინდ - უხოციათ ნიამორები.