(ზღაპრადქცევა)
ჰყავდა ბაღდადს ხალიფა,
ვერ გაექცა კაეშანს;
სასახლიდან ფუნდუკში
ღვთის გლახად გადაეშვა.
მისი შთამომავალნი
სხვაგან, სხვა გზით მიდიან;
სახელი იმ რაინდის
ჰარუნ ალ-რაშიდია.
უკვდავებას ჩაბარდა,
სიკვდილთან არ დაშინდა;
ძმობის მადლი, კაცობა,
მიხვდა, იყო რაშიდაც.