ვაჟი: მომეცი ნება...
ქალი: რო მეძინება?!
ვაჟი: თვალები გაახილე:
ერთი ცა, ორი ცა...
ქალი: მოიცა, მოიცა...
ვაჟი: აქეთკენ მოი, ცა!
(შინ არავინ არის,
კარს საღამო იცავს.)
ქალი: მოიცა...
ვაჟი: მოი, ცა..
პაუზა... (სხეულებს
შრიალი მოიცავს).