უჭკუოს და ბეცს -
მეც ვემდური ბედს! -
როგორც შენ და ის -
გამიმეტა მეც...
თუ მოუნდა ბედს?
თუ დასჭირდა? ბედს? -
ოდრი ჰეპბერნს - მზეს -
დაუკარგავს პეწს!
უგულოს და ბეცს -
მეც ვემდური ბედს...
ხომ კითხულობ ბლოკს,
შოთას, კაფკას, ფეტს... -
ვინ, რომელი, სად -
არ უჩივის ბედს! -
თქვი - მოვუყრი მუხლს,
თქვი - მოვუხრი ქედს!
. . .
უგულოს და ბეცს -
მეც ვემდური ბედს...