ჯომოლუნგმაზე ისე მიდი-მოდის, როგორც მზიან სექტემბერში - რუსთაველზე.
პირველივე სუფრაზე, სადაც შევხვდები, ასე უნდა ვადღეგრძელო:
- გია თორთლაძეს გაუმარჯოს - კაცს, რომელიც ყველა მწვერვალზეა ნამყოფი! ღმერთიც სხვა არაფერია, სხვათა შორის - ღმერთიც, გია თორთლაძესავით, ყველა მწვერვალზეა ნამყოფი, ეს არის და ეს!
მიძახონ ამის თქმისთვის მკრეხელი და იყონ, რა ვუყო!
ჰო, მართლა, ისე მაგარია გია თორთლაძე კლდეებზე ცოცვაAში, ახლა პარლამენტში - პარლამენტარი გამხდარა - კაცმა არ იცის, რა იერარქიულ სიმაღლეზე აცოცდება!
კონკურენტებს გამოსავალი ერთი აქვთ: თოკი უნდა გადაუჭრან!
(არ შეგეშინდეთ, ესეც სადღეგრძელოს პონტშია ნათქვამი!).
P.S.
გიას დებიუტს გავეცანი - მშვენიერი მოთხრობა წავიკითხე მისი. ეტყობა, ახლა სულ სხვა მწვერვალს ათვალიერებს, იოლად მისასვლელ მხარეს ეძებს!
წესით, ნიჭიერ კაცს არც ოლიმპოს მთის დაპყრობა უნდა გაუძნელდეს!
ახლა კი დავლევ!