შ ა რ ლ ა ტ ა ნ ი იცით, რაც არის. მოგაგონებთ:
შ ა რ ლ ა ტ ა ნ ი (ფრანგ, ცჰარლატან) - ადამიანი, რომელიც რისიმე მცოდნედ, სპეციალისტად ასაღებს თავს; მატყუარა, თაღლითი.
ჩვეულებად მაქვს, ათასში ერთხელ მეც ვქმნი სიტყვას. ასე, მაგალითად, ც ე რ ო დ ე ნ ა ს ანალოგიით ნ ე კ ო დ ე ნ ა მოვიგონე.
ახლა, შ ა რ ლ ა ტ ა ნ ი ს ანალოგიით, ახალი სიტყვა შევქმენი - შ ა რ ლ ო ტ ა ნ ი.
შ ა რ ლ ო ტ ა ნ ი - შ ა რ ლ ო ტ ე ბ ი - რამდენიმე შ ა რ ლ ო ტ ა - გაზეთ "კალმასობის" გარშემო შემოკრებილი შ ა რ ლ ო ტ ე ბ ი, რომელთა ერთადერთი საქმიანობა, ლიტერატურის ინსტიტუტთან არსებულ საუნებსა და დუქნებში ჩალიჩის გარდა არის სახელმწიფო პრემიების კომიტეტისა და ტარიელ ჭანტურიას ლანძღვა-გინება. შ ა რ ლ ო ტ ა ნ ი - იგი, იგი და კომპანია - სწორედ საუნებიდან და დუქნებიდან შემოსული თანხის ნაწილით სცემენ "კალმასობას" - შარლოტას გაზეთს!
შ ა რ ლ ო ტ ა ნ ი - იგი, იგი და კომპანია - ეწევიან ერთ დროს სახელოვანი ინსტიტუტის დისკრედიტაციას, რამდენიმე ღირსეულ ლიტერატორს კი, ვისაც დუქნებისა და საუნების შემოსავლებში წილი არ უდევს, რატომღაც პირში წყალი ჩაუგუბებია და ხმას არ იღებს.
ამასობაში შ ა რ ლ ო ტ ა ნ ი გაზეთის მორიგ ნომრებზე მუშაობენ. მიზანი მარტივია - კიდევ ერთხელ შეაყარონ ნაცარი საქართველოს.
P.შ.
ახალი სიტყვის ("შ ა რ ლ ო ტ ა ნ ი"-ს) შექმნა შთამაგონა ერთი ჭორიკანას ზარმა, რომელმაც მომახარა, რომ "კალმასობაში" გამოქვეყნებულა ნეოლოგიზმი - ტ ა რ ი ე ლ ი ა ლ ო გ ი ა. ავტორი - შ ა რ ლ ო ტ ა ნ ი.
ვერ ვიტყვი, ახალმოგონილ სიტყვას განსაკუთრებული ნიჭიერების ბეჭედი ესვას.