Litclub.ge

იპოლიტე და იპოლიტი
ლიტერატურას არც ი პ ო ლ ი ტ ე ვ ა რ თ ა გ ა ვ ა უკვირს - კაცი, რომელსაც შეეძლო, ჭკუა ერიგებინა ვაჟა ფშაველასათვის, და არც ი პ ო ლ ი ტ ტ ე ნ ი - ადამიანი, რომელსაც ჰქონდა უნარი, სტენდალში გამოეცნო სტენდალი. ამ სახელებთან რა მოსატანია, მაგრამ თ ე ი მ უ რ ა ზ პ ი რ ვ ე ლ ი ს მერე, რომელმაც ზემოდან თვით რ უ ს თ ა ვ ე ლ ს დახედა, მე რატომ უნდა გამიკვირდეს კიდევ ერთი თეიმურაზის! - მოგეხსენებათ, ამ უკანასკნელმა ზემოდან დახედა რუსთაველის ერთ ერთგულ მოწაფეს - ერთ რიგით ტარიელს. და მაინც, ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე უნდა ვთქვა, რომ ბატონ თეიმურაზს ლიტერატურის ისტორიაში დარჩენის იგივე შანსი აქვს, რითაც ლიტერატურის ისტორიას ი პ ო ლ ი ტ ე ვ ა რ თ ა გ ა ვ ა შემორჩა... თუმცა რატომ! - ბატონ თეიმურაზს ამგვარი შანსი სხვაცა აქვს - მან თავის დროზე არჩევანი მურმან ლებანიძესა და ხუტა ბერულავას შორის ხუტა ბერულავას სასარგებლოდ გააკეთა - მურმან ლებანიძე, თავისი ჭკუით, გაკილა და დაამცირა, როგორც პოეტი, ხუტა ბერულავას შესამკობად კი ძალღონე არ დაუშურებია! ისტორია მას არც ამ დამსახურებას დაუვიწყებს, და ისიც კუთვნილ ადგილას დაიჭერს ი პ ო ლ ი ტ ე ვ ა რ თ ა გ ა ვ ა ს გვერდით! - ი პ ო ლ ი ტ ტ ე ნ ი ს ს ა მ ყ რ ო ზ ე სულ ტყუილად იოცნებებს!