Litclub.ge

ქრისტეშობისთვე
სიზმარს ავყევი, გავაღვიძე თეთრი ნაძვები,
გადმომილაგა ნოსტალგიამ ფოტოარქივი,
ამ მუხის კასრში უძვირფასეს სევდას ვაძველებ
სარაჯიშვილის ქარვისფერი კონიაკივით.
ქრისტეშობისთვე მოშიშვლებულ ნაპირს დახატავს,
შენ და სოხუმი _ რა შორსა ხართ ახლა ორივე...
მარსის მინდორზე მეწამული მიმაქვს ლაბადა,
ხარის წელიწადს უნდა დავხვდე მატადორივით.