Litclub.ge

*** "რაღაც შორეული მონატრებით"
რაღაც შორეული მონატრებით,
რაღაც უცნაური რუდუნებით,
დგანან ქარაფებზე მონასტრები,
ცისკენ ილტვიან და... დუდუნებენ.
დამყავს გულის ჯიბით რვეულები,
დარდობს უმზეობას ბეგონია,
ჩემში - წვიმების და, ჩვეულებრივ,
შენი მონატრების სეზონია.