იმ სურვილებით უნდა გავქვავდე,
ხეს რომ დაადნა წვიმის წვეთებად,
ყველას წვიმების მადლი გფარავდეთ _
მე... ჩემი მადლიც მეიმედება
და გდარდობთ. თუმცა შეშლილი მარტი
როცა ტკივილებს აცლის მზეტიალს,
მე გამოვდივარ სახლიდან მარტო,
და დაღლილ ცრემლში ვიწყებ ხეტიალს.