...და, პოეტი _ სხვების თვალის ასახვევად,
განგებ იწყებს საუბარს სამკაულებზე,
რომ მთავარი ტკივილები დაფაროს;
_ და, იცის პოეტმა, რომ შველა არ არის,
არც სიყვარული არსებობს ისეთი,
ის რომ ოცნებობს და...
_ რა უბედურია პოეტი მიწაზე _
როცა სიმარტოვიდან გამოდის.