Litclub.ge
*** "წუხელის სიზმრად სოხუმი ვნახე"
წუხელის სიზმრად სოხუმი ვნახე,
ვნახე წითელი იასამანი.
წუხელის სიზმრად შორს გამასახლეს,
მედავებოდნენ ქართულ სამანებს.
წუხელის სიზმრად მცელავდა ტყვია,
მჩუქნიდა გაგრა წუხელ თეთრ ვარდებს...
მე აფხაზეთი სიზმრადაც მტკივა
და სამაჩაბლო ისევ მადარდებს.