იშვა ევა...
შეუყვარდა ქალი ადამს.
იშვა ქალი და
ქვეყანა შეშლილია.
ახლა შენზე
ოცნებები კი არადა,
შენს ქუჩაზე
ჩავლისაც კი მეშინია.
ასე მითხრეს:
` _ დამშვიდდეო,
ის ხანია...”
რა იციან,
რას მიქადის
დრო და წლები.
მიხარია,
რომ გიპოვე, მიხარია,
არ ვინანებ,
თუ ოცნებით
შევიშლები.
არ ვინანებ
შენს კოცნას და
შენს თბილ ალერსს,
რა ვქნა თუ კი
არ ამცდება შეჩვენება,
მგონია, რომ
სიყვარული ამიკრძალეს,
მიყვარხარ და,
არ ვიცი რა მეშველება.