მე ახლაც მიჭირს ლექსების წერა,
კალამი თითქოს პირველად მიჭირავს _
წერას ვურითმავ მე ბედისწერას,
მიჭირავსს ვურითმავ უბრალოდ ჭრიჭინას.
მაღონებს ის, რომ ბევრი მაქვს საწერი,
ცისკენ ალმაცერი გამექცა ცქერა,
მინდა, რომ საწერი გავრითმო საცერით,
რომლითაც გავცრიდი თვით-ეულ ბგერას
და იქნებ მჯეროდეს სულ ერთი წამით, რომ
შევძლო და მთლიანად სამყარო გავრითმო.