(წართქმა)
ყველა კიდობანი ნოესია.
ყველა ცდუნება ხომ ხელით მოწვდილია.
ცოლად მოვიყვანე პოეზია,
საქმროს გამოვტაცე ქორწილიდან.
მისთვის გალავნებად მკლავები მაქ,
გასა-დარბაზებლად ჩემი გულ-მკერდია.
მისი სიქალწულე მიუკარებაა,
ყელზე თანხმოვნების მძივი უკეთია.
როცა დასავლეთი მოსრულდება,
მზეს უნდა ზურგიდან მოგვიაროს,
ის ყოველ ღამე ორსულდება
და მზესთან ერთად მშობიარობს.