Litclub.ge

* * * ღმერთო, შენ დალოცე შუაფხო, ჩარგალი...

ღმერთო, შენ დალოცე შუაფხო, ჩარგალი...
ფშავლების ღრეობა, ცხენების ჭენება;
ღამე რომ იციან მგლებივით წანწალი,
საბძელში თავნება წაწალების ფერება.

ფშავლებს ხომ ლექსებში არა ჰყავთ ბადალი,
ჩონგურზე სიმღერით მაუდით თენება.
ხონჩაზე იციან ცხელ-ცხელი ხინკალი
და პანტის არაყით კოპალის ხსენება.

მტერი თუ დალანდეს, იარაღს ისხამენ,
სალი კლდის ვეფხვები ჩნდებიან ფშავლებად.
ჯიხვების ხოროებს ფეხდაფეხ მისდევენ,
ფრიალო კლდეებზე ღმერთი ჰყავთ თავდებად.

ნისლის დავ, მე შენზე ფიქრები მაწამებს,
ისმინე, ქალბნელო, ელგუჯას ვედრება -
ქალაქს ნუ ჩაიტან ყორნისფერ ნაწნავებს,
მთებს უფრო უხდება მაგ თვალთა მშვენება.