Litclub.ge

მზისდარო

რად შამხვდი, თუ გამწირავდი,
ტურფა ყვავილო მთებისა.
მტერიმც დარჩება ცალადა,
მძებნელი სატრფოს გზებისა.

გულს ვერ დავადევ ბორკილი,
არ დაიშალა თავისა,
დადის, დაგეძებს, მზისდარო,
მგლოვიარესა ჰგავისა.

მე შენი ვეღარ გავიგე,
ნიავს მაგონებს, ორპირსა,
შენ დაჰკარ ტრფობის ისარი
ამ გულს, მწვერვალთა ძმობილსა.

აუხდენელო სიზმარო,
ფიქრო, უძილო ღამისა,
ყვავილთა შიბით დავშბე
საკინძე შენი კაბისა.