Litclub.ge

* * * ცოტაც, მზეო, ცოტაც კიდევ

ცოტაც, მზეო, ცოტაც კიდევ,
ოქროსაფრებიანო,
იქნებ, ჩასვლა ცხრა მთას იქით
ცოტაც შეაგვიანო.

იქნებ, შევწვდე ზღვისფერ ლაჟვარდს,
ზღვისფერ თვალთა ეშხითა,
ღრუბლებს თავი მოვაწონო
ქართან შეჯიბრებითა.

დავბრუნდები, მზეო, მაგრამ
მეც არ ვიცი, როდისა.
ალბათ, წვიმად შემოვყვები
დღეებს შემოდგომისა.