Litclub.ge

მწვერვალთა ნისლად ვშობილვარ

მწვერვალთა ნისლად ვშობილვარ,
მგზავრად დავყვები ნიავსა,
ხან ცის ლაჟვარდში ვნებივრობ,
ხან ჩამოვყვები წვიმასა,
ხან მთა-ბარს დავეფინები,
მივუალერსებ მძინარსა.
ხან მოძმეთ ჭირთა მოზარე,
ბალღსაც ვგევივარ, მტირალსა,
ხან მწვერვალთ მხრებზე შავდგები,
უფალთან მივალ ჩოქითა,
დავალოცვინებ მამულსა,
მტერმა ვერ ავნოს მტრობითა.
ცოდვათა შენდობასა ვთხოვ,
ჩემი არი თუ მოძმისა,
ბევრჯელ ბოროტის ჩადენა
ჭკვათა სიმცირით მოგვდევსა