Litclub.ge

ხატაურა
დუმს ბუხართან ბრძნულად ჩემი
მოფილოსოფოსო ფისო!
იზმორება: ამინდია
ლოთობის და ბოზობისო!
თუ ვღიღინებ, მაშინ ჩემი
მოფილოსოფოსო ფისო
კნავის, თითქო უნდა “ბისზე”
გამომიხმოს: “ბის” და “ბისო!”

ამინდია მართლაც კარგი, 
უფრო სწორად _ მართლა ცუდი,
საჭიროა პალტო, კაშნე, 
წინდა, ბათინკა და ქუდი.... 

ფეხსაც ვერ გავადგამ გარეთ,
მთლად მსოფლიო დამაფიცო!
თავს მიქნევს და თანამიგრძნობს 
ნებიერი დამა _ ფისო!

რომ ჰგონიათ, არც ისეთი
უეშმაკო და უბიწო _
დუმს კერასთან ბრძნულად ჩემი
მოფილოსოფოსო ფისო...