აღდგომის დილას პაპაჩემი დადაშას ახდის,
მამალს დაკლავს და მერე ლოცვას ჩურჩულით ამბობს
(სანოვაგეთი მოირთვება ძირძველი ტახტი)
და ქვევრის ყბაზე სანთელს ანთებს მოხუცი ბაბო.
შესაწირს სისხლი ახმება და პაპა კი დებს ჯამს
ქვევრთან და დინჯად იმუხლება ნამიან სიპზე...
ქვევრში ჩაუშვებს გასავსებად გრძელტარა თებჟანს
და სისხლისფერი ღვინით ლოცავს აღდგომის სიბრძნეს.
----------
თებჟანი - ორშიმო