Litclub.ge

დახატული ბავშვი
წუხელ გეცვა სხვანაირი კაბა,
წუხელ იყავ არნახულად მშვიდი,
ნამთვრალევი სათნოების ბანგით
მიზანს მოხვდა მოჭიმული მშვილდი.
არ იტანჯო, დარდიანი შენზე
თუ სიგარეტს გავაბოლებ ქარში,
არც არა თქვა, გევედრები მე ვარ,
სიყვარულის სანეტარო ცდაში.
მე რომ გკარგავ,
სხვა რომ გეძებს ამ დროს,
სულ სხვა ვიღაც, სულ სხვარიგად გიძენს,
ვერც მოასწრებს ამოსუნთქვას ისე,
ზღაპარივით დროს და სივრცეს მიგცემს.
ცხოვრებისგან დახატული ბავშვი,
თუ მხატვარმაც შეგახატა ტილოს,
წამიერად მოიხედე უკან,
და შეხედავ შენს ნათებას ჩრდილო.
წუხელ გეცვა ზეციური კაბა,
და ცეკვავდი რომანტიულ ჰანგზე,
ბილიკებზე დამეკარგე სადღაც
მე კი გთხოვდი დაუბრუნდი ამ გზებს.
თუ არწივმა გადიქროლა თავზე,
მე ძველ კაბას ჩაგაცმევდი მაშინ,
თუკი ძლიერ მომენატრე კარგო,
ნუ გამაგდებ, ნუ გამაგდებ კარში.
..................
წუხელ გეცვა სხვანაირი კაბა...