Litclub.ge

ფერისცვალება
ფერისცვალებას წყალში სახლისხელა ყინული ვარდებაო, ამბობენ.   

"და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი" 
                                 (მათე XVII, 2).           


არ ჩავარდნილა სახლისხელა ყინული წყალში, 
სიზმარში ცხუმი მომეჩვენა, მერე – თაბორი. 
შენ პალესტინას გაჰყურებდი, ქვიშაზე გაშლილს, 
მე – ჩემს მთა–გორებს. 

და უსიერი ჩანდა სივრცე შემაძრწუნებლად, 
როგორც შუქურა, კიაფობდა სადღაც მზის სხივი. 
უცებ ღრუბლები მოიხურა დედაბუნებამ 
და მხსნელი წვიმა წასკდა ზეცას შენი სისხლივით.