Litclub.ge

განჯა: ყადის სახლი

_ ხედავ ვინახავ _ მიმხელს ფარხადი
რაც ნაყიდ სახლში დამხვდა ჯვარ-ხატი. 

უცნაურია არა, ყადისგან?
_ ვხედავ მართალი კაცი ხარ ყადი: 

შენს აივანზე ბუდე აქვს მერცხალს,
შენს სახურავზე ცხოვრობს ყარყატი.