კუმირები მამის _
ლენინი და სტალინი!
კუმირები შვილის _
ლენონი და სტალონე!
მამას ჰქონდა ერთ დროს
ტალონები პურის!
შვილს მეტი აქვს: ყველის,
შაქრის, ხორცის ტალონი!
კოცნით გამშრალ ცრემლებს _
რეაბილიტაციებს
მონანიე ყმები
მიუტანენ აწ იებს! –
ბოდიშს უხდის პრესა
მამებს, მკვდრეთით ამდგარებს!
ფურცლავს გაზეთს შვილი _
_ აზმორებს და ამთქნარებს!
. . .
საუკუნე მკაცრი
სამუშაოს ამთავრებს...