პროექტის არსი


„ლიტერატურული კლუბი“ არის ა.ი.პ. „კავკასიონის“ პროექტი. „ლიტერატურული კლუბი“ წარმოადგენს ახალგაზრდა ნიჭიერ შემოქმედთა ლიტერატურულ გაერთიანებას.

ორგანიზაცია კავკასიონის პროექტი “ლიტერატურული კლუბი” ითვალისწინებს ლიტერატურული გაერთიანებების შექმნასა და შემოქმედებითი საღამოების გამართვას იმ მოსწავლეებისთვის, რომელთაც აქვთ შემოქმედებითი (ლექსის / მოთხრობის და ა.შ. წერის) ნიჭი ან უბრალოდ უყვართ მხატვრული ლიტერატურა,.

მოცემული პროექტის არსი მდგომარეობს შემდგომში: აღმოაჩინოს ნიჭიერი ახალგაზრდა შემოქმედები ( პოეტები, მწერლები) და წარუდგინოს ისინი ფართო საზოგადოებას.
პროექტი ითვალისწინებს მოსწავლეებისათვის უცნობი შემოქმედების გაცნობას, აგრეთვე მოსწავლეთა ექსკურსიებსა და აუდიენციებს თანამედროვე შემოქმედებთან.
აღნიშნულ პროექტს ხელმძღვანელობს ორგანიზაცია „კავკასიონი“, რომელიც დაარსდა 2005 წელს და მას შემდეგ ახორციელებს სხვადასხვა კულტურულ, შემოქმედებით და საქველმოქმედო პროექტებს.

2009 წელს ორგანიზაცია „კავკასიონმა“ ჩამოაყალიბა “ლიტერატურული კლუბები” ბათუმის რამოდენიმე სკოლაში, ხოლო 2010 წლიდან კლუბმა ფუნქციონირება განაგრძო ბათუმის განათლების სამინისტროს რესურსცენტრის ბაზაზე, სადაც გაერთიანდნენ წერის ნიჭით დაჯილდოებული და ლიტერატურით დაინტერესებული ბათუმის ყველა სკოლის VI - XII კლასის მოსწავლეები.

“ლიტერატურული კლუბი” დღესდღეობით აერთიანებს აჭარის ყველა რეგიონის ნიჭიერ მოსწავლეებს ბათუმის ბაზაზე (სულ 50–მდე მოსწავლე):

*ბათუმი

1. \"ლიტერატურული კლუბი\", ხელმძღვანელები: გიორგი გაბაიძე, გენრი დოლიძე, დავით არძენაძე, ნინო ღლონტი, მარიამ ყაჭეიშვილი.

აგრეთვე დაარსებულია შემდეგი \"ლიტერატურული კლუბები\" რომლებშიც დღედღეობით შეჩერებულია მუშაობა, ესენია:

*ქობულეთი

1. ქობულეთის ლიტკლუბის ხელმძღვანელები: - დავით არძენაძე, ლევან დევაძე.

*ხელვაჩაური

1. მირზა გელოვანის სახელობის ლიტკლუბის ხელმძღვანელები: - გიორგი გაბაიძე, მარიამ ყაჭეიშვილი.

2. ლადო ასათიანის სახელობის ლიტკლუბის ხელმძღვანელები: - გიორგი გაბაიძე, მარიამ ყაჭეიშვილი.

*შუახევი

1. ანა კალანდაძის სახელობის ლიტკლუბის ხელმძღვანელები: - გიორგი გაბაიძე.

*ხულო

1. ვაჟა ფშაველას სახელობის ლიტკლუბის ხელმძღვანელი: - გიორგი გაბაიძე.


სულ 400-მდე მოსწავლეს, რომლებმაც მონაწილეობა უკვე მიიღეს სხვადასხვა ლიტერატურულ პროექტებში, როგორც ქალაქის ასევე რესპუბლიკის მასშტაბით.


პროექტის მიზანი


პროექტი “ლიტერატურული კლუბი” უპირველეს ყოვლისა არის სოციალური ხასიათის და გააჩნია საგანმანათლებლო შემოქმედებითი ხასიათი, ის არ არის ორიენტირებული მოგებაზე.

პროექტის მიზანია:

1. ახალგაზრდების კლასიკური და თანამედროვე, ქართული და უცხოური ლიტერატურით დაინტერესება;

2. ლიტკლუბის წევრებისა და საიტის ინტერნეტ მომხმარებლებისათვის ინტელექტის ამაღლება, მსჯელობის უნარის, ანალიზისა და კრიტიკული აზროვნების გამომუშავება;

3. წევრებისათვის არახელმისაწვდომი ლიტერატურული ინფორმაციის მიწოდება;

4. წერის ტექნიკის დახვეწაში ხელშეწყობა;

5. ახალგაზრდა შემოქმედების ნიჭის მაქსიმალური გამოვლინება და წარმოჩენა;

6. ახალგაზრდა შემოქმედების ნიჭის გაღვივება და წახალისება;

7. ქართული ენის პოპულარიზაცია;

8. სხვადასხვა ლიტერატურული თამაშებისა და სავარჯიშოების საშუალებით ქართულ ენაში შემოსული ბარბარიზმების, ჟარგონებისა და კალკების აღმოფხვრა;

9. კლუბის წევრების მონაწილეობით ლიტერატურული საღამოების გამართვა;

10. ინტერნეტის მოყვარულთა შესაძლებლობების გაფართოება;

აღნიშნული მიზნების განხორციელებაში დაგვეხმარება კლუბის შეხვედრების დროს გამართული მსჯელობები, რაც კლუბის წევრებს განუვითარებს მსჯელობის, გადმოცემისა და საღი აზროვნების უნარს; ასევე კლუბის წევრების შეხვედრა თანამედროვე შემოქმედებთან და მათთან ერთად მსჯელობა თანამდროვე ლიტერატურაზე.

პროექტს აქვს ასევე ირიბი ეფექტიც, რაც მდგომარეობს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეთა ერთმანეთთან დაახლოვებასა და უკეთ გაცნობაში, ერთმანეთისათვის გამოცდილებისა და აზრების გაზიარებში.

აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად გამოცოცხლდება ქალაქის კულტურული ცხოვრება. სარგებელს ასევე მიიღებს ყველა ის პიროვნება რომელიც ჩართული იქნება მოცემული პროექტის ორგანიზებაში.

„ლიტერატურულ კლუბში“ გაწევრიანება: კლუბში გაწევრიანების მსურველებმა უნდა შეავსონ სპეციალური ანკეტა(რომელიც მოცემულია ქვემოთ) და გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - litklubi@mail.ru / info@litklubi.ge (ან მოგვმართონ მობ: დავით არძენაძე 558 79 25 79, გენრი დოლიძე 598 26 30 04 , 593 51 98 51 გიორგი გაბაიძე). ანკეტის მიღების შემდგომ კლუბის ხელმძღვანელობის მიერ მოხდება მისი განხილვა და ათი დღის ვადაში თქვენ მიიღებთ შეტყობინებას თქვენს ელექტრონულ მისამართზე კლუბში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ლიტკლუბის ანკეტა

ლიტერატურული კლუბის ხელმძღვანელობა:


  • გიორგი გაბაიძე - პროექტ „ლიტერატურული კლუბი“-ს დამფუძნებელი, საიტი LitClub.ge-ს ადმინისტრატორი.

  • გენრი დოლიძე - ორგანიზაცია \"კავკასიონის\" დამფუძნებელი, ბათუმის „ლიტერატურული კლუბი“-ს ხელმძღვანელი.

  • დავით არძენაძე - ორგანიზაცია \"კავკასიონის\" საფინანსო კომიტეტის ხელმძღვანელი, პროექტის შემდგენელი, საიტის ბიბლიოთეკის მთავარი რედაქტორი.


  • თემურ ნაკაშიძე - საიტის შემქმნელი, მთავარი პროგრამისტი.

  • მარიამ ყაჭეიშვილი - ორგანიზაცია \"კავკასიონის\" კულტურის კომიტეტის წევრი.

  • ნინო ღლონტი - ორგანიზაცია \"კავკასიონის\" კულტურის კომიტეტის წევრი.


  • Litklubi.ge -ს რედაქტორები:








    საპატიო რედაქტორები









    ლიტერატურული კლუბის წევრები

    არაბული მინდია

    აფაქიძე ნათია

    ახალაძე სალომე

    ბაბილუა ლაშა

    ბასილაძე რიმა

    ბახუტაშვილი გვანცა

    ბედიანაშვილი ლევან

    ბერიძე თეონა

    ბოლქვაძე მაია

    ბოლქვაძე მარიამ

    გეთიაშვილი გიორგი

    გელაძე ლევან

    გელაძე ნათია

    გიორგაძე მირიან

    გოგიტიძე თინიკო

    სხალთელი(გორგილაძე) მირიან

    დავითაძე ნათია

    დევაძე ლევან

    დოლიძე მარიამ

    დუმბაძე დავით

    ვაშაყმაძე ქრისტინე

    ზენაიშვილი სალომე

    ზოიძე ნინო

    ზოიძე რუსუდან

    კუზიბაბაშვილი თეონა

    კუზიბაბაშვილი ნინო

    ზოსიძე მელანო

    კალანდაძე მარგარიტა

    კახაძე ქრისტინე

    კახაძე ქეთევან

    კახიძე ნია

    კომლაძე თორნიკე

    ლომიძე ია

    ლორთქიფანიძე თამარ

    ლორთქიფანიძე რუსუდან

    მამულაძე მარიამ

    მეფორია ნიკა

    ნაკაშიძე თემურ

    ორაგველიძე ტატო

    პაპიძე ენრიკო

    ჟორჟაძე მეგი

    რეხვიაშვილი მალხაზ

    რომანაძე ქრისტინა

    სიხარულიძე ხატია

    სურმანიძე მეგი

    ფაღავა ლელა

    ფენი ანდრია

    ფუტკარაძე ნიკა

    ქიქავა მარიამ

    ქობულაძე სულხან

    ქონდარიძე მეგი

    ღლონტი ნინო

    ყაჭეიშვილი მარიამ

    შაინიძე თიკო

    შაფაქიძე ნიკოლოზ

    შველიძე დათა

    შიშმანიძე ნანა

    შიშმანიძე ნინო

    ჩოგაძე გოჩა

    ცირეკიძე მარიამ

    ცნობილაძე ლიკა

    წულუკიძე სულხან

    ჭაღალიძე ნინო

    ხაინდრავა ჯუბა

    ხოზრევანიძე სალომე

    ჯიბუტი ანა

    ჯინჭარაძე მეგი