• წესები
  • საიტზე აუცილებელია დარეგისტრირდეთ სახელი-გვარით (ქართული შრიფტით) ან ფსევდონიმით რომლითაც ცნობილი ხართ ლიტერატურულ წრეში, რაც თავიდან აგვარიდებს კონფლიქტურ შემთხვევებს, გამოიწვევს არაესთეტიკური ფრაზების შემცირებასა და უზრუნველყოფს საიტის ფუნქციონირების გამჭვირვალეობას; ნაწარმოებისა და კომენტარების განთავსების წესები: საიტზე ნაწარმოები ქვეყნდება განთავსებიდან მესამე დღეს. საიტს გააჩნია სპეციფიკური ფუნქცია შეფასებასთან დაკავშირებით: ნაწარმოების შეფასება შეუძლებელია კომენტარის დაწერის გარეშე. საიტზე აკრძალულია ზოგადად მიღებული უხამსი, უცენზურო, შეურაცხმყოფელი კომენტარის ან ნაწარმოების გამოქვეყნება ნებისმიერი პიროვნების, ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის მიმართ, რომელსაც არა აქვს კავშირი ლიტერატურასთან. (დამრღვევი მიიღებს 1 კვირიან ბლოკირებას საიტზე, ხოლო განმეორების შემთხვევაში მომხმარებელი წაიშლება საიტიდან); საიტზე დასაშვებია მხოლოდ ქართული ან ქართულ ენაზე ნათარგმნი უცხოური ლიტერატურის გამოქვეყნება. დარეგისტრირებულ მომხმარებელს უფლება აქვს გამოაქვეყნოს მხოლოდ თავისი ან თავის მიერ ნათარგმნი ნაწარმოები, რომელიც სურვილისამებრს შეუძია დაარედაქტიროს ან წაშალოს. საიტის თავფურცელზე 3-ჯერ მოხვედრილი ავტორის ნაწარმოებები რედკოლეგიის განხილვის შემდეგ დაემატება საიტის ბიბლიოთეკას. ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს გამოქვეყნებული ნაწარმოებების საავტორო უფლებებზე, რადგანაც შეუძლებელია ამ საკითხის კონტროლი. საავტორო უფლებების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში (გთხოვთ შეატყობინოთ ადმინისტრაციას), თუკი ავტორი განაცხადებს პრეტენზიას, ადმინისტრაცია განიხილავს საკითხს და მიიღებს შესაბამისად ობიექტურ გადაწყვეტილებას, ხოლო საავტორო უფლებების დამრღვევს ჩამოერთმევა საიტზე ნაწარმოების განთავსების უფლება განასაზღვრული ვადით, განმეორების შემთხვევაში წევრი დაიბლოკება სამუდამოდ.
    საიტზე აკრძალუალია:
    – ერთი IP-დან ერთზე მეტი მომხმარებლით დარეგისტრირება(დაკოემენტარება და შეფასება.);
    – კომენტარი, რომელიც არ მიესადაგება ნაწარმოების შინაარსს ან განხილვის კონტექსტს;
    – შეურაცხყოფა ან მუქარა საიტის ნებისმიერი წევრის მიმართ;
    – კომენტარები, რომლებიც გამოხატავენ შეურაცხმყოფელი სახის ლექსიკას, ნებისმიერი ადამიანის, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის მიმართ;
    – რელიგიური, ეთნიკური, პოლიტიკური, სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდა.
    – საკუთარი თავის სხვა პიროვნებად წარდგენა.
    – ნებისმიერი სახის რეკლამა, სპამი, საყვარელი ბრენდის, ასევე სხვა რესურსების, ან მოვლენების, რომლებიც არ მიესადაგება ნაწარმოების განხილვის თემატიკას;
    – ყოველგვარი მცდელობა, რაც საიტს „ფიზიკურად“ ან მორალურად დააზიანებს, აღკვეთილი იქნება საიტის ადმინისტრაციის მიერ, ხოლო მცდელობის ავტორი იქნება დაბლოკილი დარღვევის შესაბამისად. (ადმინისტრაცია განიხილავს მის საკითხს და დარღვევის ხარისხის მიხედვით გამოიყენებს ე.წ. ბანს 1 კვირით, 1 თვით, 6 თვით, ან სამუდამოდ IP-ზე ბლოკირებისა და საიტიდან წაშლის ჩათვლით). ყოველგვარი სხვა ცვლილება საიტის წესებში, ავტომატიურად გაეგზავნება ყველა მომხმარებელს (პირადი შეტყობინების სახით).
    უკმაყოფილობის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია მიმართოს ადმინისტრაციას ავტორიზაციის გასაუქმებლად, რაც დაკმაყოფილდება 1 კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც აღარ აღსდგება ავტორი.
    ადმინისტრაცია:
    * საიტის ადმინისტრაცია ყველა მომხმარებელს თხოვს პატივი სცენ ერთმანეთს და საიტს.
    * საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას წაშალოს კომენტარი, ან კომენტარის ის ნაწილი, თუ ის არღვევს საიტის წესებს.
    * წესების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელს შეიძლება მიეცეს გაფრთხილება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება დაიბლოკოს გაფრთხილების გარეშე.
    * ბლოკის მოსახსნელად მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს საიტის ადმინისტრაციას სათავე მენიუს „კონტაქტი“-ს განყოფილებიდან.
    * საიტის განვითარების თქვენეული ხედვების შესახებ მიმართეთ ადმინისტრაციას.
    * ადმინისტრატორებისა და რედაქტორების შეურაცხყოფა ისჯება დაბლოკვით - გთხოვთ დააფასოთ სხვისი შრომა.
    ---
    * საიტის წევრები, რომელნიც არ არიან დარეგისტრირებულნი ნამდვილი სახელი-გვარით, მათი ნაწარმოებები არ გამოქვეყნდება საიტზე.
    www.litklubi.ge-ს ადმინისტრაცია გისურვებთ შემოქმედებით წარმატებებს.
    იკითხეთ ჩვენთან!