ჩემი მტრების გასაგონად ნოდარ მაისურაძე
იუმორისტული
19,02,2014
661/0

ჩემი მტრების გასაგონად

ისეთი ბოღმა მადგას ამ ბოლოს,
სხეულის ყველა ნერვს ვგრძნობ მკაფიოდ.
ეს ჯავრიც უნდა გადავაგორო
როგორმე, - დაღმართს უნდა ჩავსდიო

რომ მერე, -ჰაი... -მიყურეთ მერეც,
ვერ დამაკავებს კბოდე ნაპირი,
დავუფრთხობ მავანს შეკაზმულ ცხენებს,
რომ დაილეწონ ყველამ თავ-პირი

ისე გარბოდნენ, ისე მივდევდე,
ფლოქვმა გამოფქვას ნალებსქვეშ მიწა,
თუნდ ქარმა მტვერის ლაჩაქ-რიდეზე
ამოაფაროს ბილიკი მტრისა... -

ბილიკი?! მიდი, ფრთები შეისხი,
სად გაფრინდები?! - იქ სადაც მიხვალ,
მახინჯ სახეზე წყალი შეისხი,
არ გეჩვენები, აქაც ვარ, ის ვარ

ვინც მოგდევს, გხვდება, გზაში გაცილებს,
გტანჯავს, ძილს გიფრთხობს, გაგლიჯავს რბილობს.
მე ვარ, -მე, შენი ავი აჩრდილი,
ვინც შენს დასჯას და დაღეჭვას ცდილობს...

29.01.2014



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 0
  •