დ ე ბ ი ლ უ ტ ი ADOLF KOMUNIST
იუმორისტული
2011-09-04 01:23:20
417/33

სალამი ძმებო, როგორა ხართ თქვენ ჩემო ძმებო,
ყურუმსაღებო, ერთხელ როგორ არ მომიკითხეთ?
ციხეში ვიჯექ \"ცელოფნებით\" ვყნოსავდი წებოს,
თქვენ ჩემო ძმებო, არც აქეთ ვარ და არც იქითკენ
არ მიმდის გული, ეს ცხოვრება ჟუაჩკას მოჰგავს,
ღეჭავ და ერთხელ, მხოლოდ ერთხელ უნდა გაბერო,
ყველა უდრტვინველ ლიტსაიტებს დაუხვდე სტროგად,
უნდა დატოვო უქულოდ და უარაფეროდ.
მაგრამ ვაი რომ გამსკდარია ცხვირზე ჟუაჩკა,
და კალათბურთის ფარის სეტკას ჰამაკს ვუმატებ,
დავბერდი ძმებო, ვერ ვკითხულობ ლექსებს \"უაჩკოდ\"
დაჟე სლოკინიც კუჭის წყლულზე მივაჩუმათე.
ყოველ ჯუმა დღეს მაგონდება ჩემი ჯემალა,
პერედაჩები ამოჰქონდა საწყალს დღენია -
დაგ-დაგ-დაგვერხა საბოლოოდ, მაინც ვიძახით,
ჩემო ქვეყანავ ასე რატომ მოგიწყენია.
ფხალის ფოთლებში ამოზუნზლულ სიბრძნეს ვთელავდი,
ჩემი თენგიზი რომ გამოჩნდა, ჩემი თენგულა,
პატი-ვის-ვცემდით ავსებული ვიყავ ყელამდი,
მერე ჩავჯექით, ჩავიცუცქეთ ისე ბებრულად,
რომ ბაბუაჩემს აპარატი ყურში გადაცდა,
მერე ვიცინეთ ხმადაბლა და მერე ხმაშუა,
ახლა კი მრჩება ბოლო წელი ბოლო ვადაც და
ამ ჩემს დატენილ თავს მოვიკლავ და ხმელთაშუა
ზღვის მემარცხენე სანაპიროს ვაბუიოგებ,
გამიგეთ აღარ შემიძლია მეტის მოთმენა,
თენგიზ დროა რომ ავითვისო მგონი იოგა,
რომ მერე ცხვირი დავუმტვრიო ყველა გოთვერანს,
ვისაც ვერლიბრი პოლსაპოშკის ქუსლი ჰგონია,
ვისაც უნდა რომ ადოლფანი ყლაპოს წნევისას,
აი ამგვარად გადავწყვიტე ძმაო დრონია -
დაგ-დაგ-დაგვერხა მაშინ როცა მგონი გვეღირსა.
ესე დავთარი დავასრულე, გითხართ ზდაროვა,
ჩამომიწოდა კუთხურიდან პროთეზი ბებომ,
ჰოდა გახსოვდეთ თქვენ ბრიყვებო თქვენი ძმა რომ ვარ,
ჰოდა როგორ ხართ, მომიყევით თქვენ ჩემო ძმებო.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    მერე ვიცინეთ ხმადაბლა და მერე ხმაშუა

    ხმაშუა
    ხმაშუა

    საინტერესოა ძალიან :D

    ადოლფი დაბრუნდაააააააა.............:)
    ო,როგორ მომნატრებია:)
    +
  • 30
  • tengiz lobzhanidze
  • 2011-09-05 20:14:23
  • მე კი გაგიგებ სწორად სიყვარულს,
    მარა გეიგებს ერი და ბერი?!
    სოსო ქალებში არ პიტნაობდა,
    მიტო ადინა ადოლფას ბდღვერი.
  • 29
  • ADOLF KOMUNIST
  • 2011-09-05 12:32:45
  • მრცხვენია თენგიზ,
    მრცხვენია ძამა,
    ვერ მოვათავე
    ეს სმა და ჭამა,
    მიყვარხარ როგორც
    უყვარდა სტალინს,
    ერთი ლამაზი,
    მეგრელი ქალი.

    სწორად გამიგე ძმაო, სწორად :)))))))
  • 28
  • tengiz lobzhanidze
  • 2011-09-05 12:04:53
  • ბიჯო არ გცხვენია ახლა შენ ამნაირები? ვერცხლზე გაგყიდი მე შეენ? მეორედ არ მითხრა მაგნაირები, თუარა ჩავყოფ სილაში თავს და სულ აღარ მაინტერესებს რაგბში მსოფლიო ჩემპიონატი რო იწკება ამ დღეებში.
  • 27
  • ADOLF KOMUNIST
  • 2011-09-05 11:26:59
  • თენგიზ, რამდენი გადაუხადე, გამოტყდი ახლა :)
    ადოლფ... უჰ, დღე დაიწყო ხალისით...
    ცოდვა გამხელილი სჯობს, აქ ადოლფას გამოჩენაზე უფრო, თენგიზის გამოჩენა გამიხარდა ძალიან.
    დღე მშვიდობისა, ძმებო wink
    თქვენი გულიანი იუმორი მომენატრა
  • 25
  • tengiz lobzhanidze
  • 2011-09-04 16:58:53
  • ეეჰ, ეირია ქვეყანა, მეც აბურძგნული მაქ წვერ-ულვაში. რა უჭირს ბობის, მოხარჩული დედალი და ხაჭაპურები უდგანა ცხვირწინ გობით და ფეხის თითზე კიდია ლენინი თავის შთამომავლობიანა.
  • 24
  • ADOLF KOMUNIST
  • 2011-09-04 15:47:07
  • დილა მშვიდობისა თენგიზ,
    როგორაა ჩვენი მეგობარი ბობი? ხომ არაფერი დაუშავა, ლენინის გადმონაშთმა? ისეთი ცხოვრება დადგა სევდა შემომეპარა ულვაშ-ულვაშ.
  • 23
  • tengiz lobzhanidze
  • 2011-09-04 15:15:10
  • კოლხის ქალს გამარჯვება, სალამი და 100 წელი ხელში კალამი. წევიდეთ ადოფუშკა არალიტერატურულ საუბრებში? მე ქე წავალ, რა მენაღვლება, მარა შენ, ამ ლიტერატორ კაცს რაფრა შემოგკადრო აი საქმე? ჯემალა რას იტყვის ნეტავი?
  • 22
  • ADOLF KOMUNIST
  • 2011-09-04 14:40:57
  • ერთი დღის დებილუტანტი ვარ და რამდენი ნახვა მყავს უკვე, ციხეში ამოსულიყავით როცა მიჭირდა.
    ასეთ თემებზე შეგიძლიათ ისაუბროთ ფორუმზე >>>


    არალიტერატურული საუბრები

    პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია
  • 20
  • ADOLF KOMUNIST
  • 2011-09-04 14:33:52
  • ახალი სმაილი დავამუღამე ძმა

    :დ
    :დ

    ნახე :დ

    შრიფტის გადართვა მეზარება.

  • 19
  • ა__ჩ__ი
  • 2011-09-04 14:22:22
  • რავი ძმა, ხომ იცი ძმა, ეს ცხოვრება ძმა, დებილობაა ძმა... ამის დედაც ძმა! :D
  • 18
  • ADOLF KOMUNIST
  • 2011-09-04 14:17:11
  • არჩილ როგორ ხარ ძმაო, ძმა, ძმა, ძმა :დ :დ :დ
  • 17
  • ა__ჩ__ი
  • 2011-09-04 13:50:00
  • ეს ამ საიტზე ახალია, თორე ისე ანტიკური გადმონაშთია, დინოზაურების მეგობარი! :)
    მიხარია ყოველი ახალი ავტორი ამ საიტზე winked
    უიიი, კარგად ვიხალისე ლექსზე და უფრო - კომენატარებზე wink wink fellow
  • 14
  • მაკა კოლხი
  • 2011-09-04 05:25:43
  • ადოლფ, ცოცხალი ხარ კაცო? wink
    ვააა, თენგიზიც აქ ყოფილა და თქვენი მესამე ხმა - ჯემალაც, იმედია მალე გამოჩნდება! wink

    თქვენ გაიხარეთ! რავა ძველებურად გავხალისდი ახლა! wink
  • 13
  • tengiz lobzhanidze
  • 2011-09-04 04:09:00
  • შენც ნებიერად დაგეძინოს, აბა ვსტრეჩამდე.
  • 12
  • ADOLF KOMUNIST
  • 2011-09-04 03:47:53
  • ძილი ნების
    ჩემო
    თენგიზ,
    ციხემ მომტეხა დავიძინო უნდა აშკარად,
    დროებით ძმაო!
  • 11
  • tengiz lobzhanidze
  • 2011-09-04 03:32:05
  • რასტი ბოლშოი(რუსულათ) - გეიხარე-ს პონტ.
  • 10
  • ADOLF KOMUNIST
  • 2011-09-04 03:29:34
  • ყურუთ - ეტა კერძ აჭარსკი, გამხმარი ყველის პონტ.

    იაღ - ეტა ტოჟე აჭარსკი, ნაზივაეტსია კარაქს.

  • 9
  • tengiz lobzhanidze
  • 2011-09-04 03:17:15
  • ჰოდა ჩვენებური როა მიტო ვუთხარი ამხანაგო თქო, თვარა დევისველებდი ენას საერთოდ?

    ჩვენ რომ ვუბერავთ ჩვენებურად, ეს ხომ ფაქტია,
    ასე მოუდგენ, გინდა ისე ამ ჩვენ პარტიას,
    წიხლი მოგვჭამონ, - რაც ნაღდია, მარად ნაღდია,
    ამას რად უნდა, ფიცი-მტკიცი, სხვა რამ ქარტია?!

    კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა ოთარავ.

    ბიჭო ადოლფა, მოწი ყური აქეთ, რაცხა უნდა გითხრა შიგნით. ჩვენი ძმა ოთარა რო ამბობს - ყურუთი და იაღიო, მაგენი რაებია, მითხარი ერთი ჩუმად, შენ გახარებას, არ შევრცხვე ე მოხუცი კაცი.
  • 8
  • ADOLF KOMUNIST
  • 2011-09-04 02:37:43
  • აბა ჩემო ძმაო, ვიჯექი პლენში და პლანს ვეწეოდი, მქონდა ასევე მაგარი "პლანიც" მაგრამ მომპარეს და ვერ გამოვიქეცი, საშინელი დღეები იყო, საშინელი. კირპიჩამ და წიტამ მოკითხვები დამაბარეს.
  • 7
  • ოთარ პაპიძე
  • 2011-09-04 02:36:39
  • გევგონე, გევგონე :) რაც მე მაგისთვინ ყურუთი და იაღი მაქ ნაზიდი ურეხში იმდენი ხეირი ნეტა

    და კიდევ სასვენი ნიშნები ესწავლებიათ მის დროზე ჩემთვის კარგი იქნებოდა, რა შუაშია მაგრამ მაინც :)))
  • 6
  • ADOLF KOMUNIST
  • 2011-09-04 02:33:48
  • თენგიზ ძამია ოთარიაც ჩვენი ბრატია,
    თუმცა არ იცის რა ხალხი ვართ და რა პარტია.
  • 5
  • tengiz lobzhanidze
  • 2011-09-04 02:24:52
  • ვინაა ამხანაგო დამწყები?! ჩემი ადოლფუშკა პირველი მსოფლიო ომი რო იყო, ე მაშინ წერდა და წერს დღესაც. ვერ გეიგონე? - ციხეში მჯდარა ამასწინეთ და აკრიბავს და ვაი მერე ზოგზოგიერთების ბრალი.
  • 4
  • ოთარ პაპიძე
  • 2011-09-04 02:18:24
  • კი, კი, დამწყებია ეტყობა ავტორი :))))))))))))))))))
  • 3
  • tengiz lobzhanidze
  • 2011-09-04 02:16:55
  • მე იმფერად ვარ ადოლფა, შენ რომ გაგიხარდებოდა,
    ვწევარ ლა-მანშის ნაპირას, ვუსმენ ფრანგების ყბედობას.
    ისე ქე ვერას ვგებულობ, ვერც ამგენის, ვერც იმგენის,
    ძლივს გევიგონე შენი ხმა, - ჩემი ძმა ხარ და იმედი,
    აწი რა მომკლავს შენ გვერდით, გევიფურჩქნები იოლად,
    არ დაგჭირდება მერწმუნე, ე მაგ თხა-თხა და იოგა.
    ხმელთაშვა ზღვიდან შორსა ვარ (ნეტავ შავ ზღვიდან არ ვიყო),
    ვიწვე ქართული მზის გულზე, და თუნდ ეშმაკმა წამიღოს.
    ბედი გვქონია ასეთი, უნდა გავიბნეთ, რომ მერე
    თავიდან იშვას დავითი, კავკასს აჯაჭვონ პრომეთე.
    დღეს ხომ ჟუაჩკის ქარხანა, გადოულოცეს ყენიას,
    ქონდეს, არწივეთს ე მაგი, ვაფშე რომ არა სწყენია,
    ის გვტკივა, - პურის სანაცვლოდ, მოჰყავთ შვრია და ქერია,
    ჰოდა დაგვიდგა ამიტომ ეს მტკივნეული დღენია...
    რაც შეეხება ათასი ჯიშის ჩათლახს და გოთვერანს,
    მეც გოურითმავ ემაგენს, - მოთმენას, მხოლოდ მოთმენას!!!
  • 2
  • ა__ჩ__ი
  • 2011-09-04 01:44:44
  • რავი ძმა არა გვიშავს, კარგადაც ვართ დროგამოშვებით...

    ისე კი მომენატრე შე კაცო... :)
    +
    სუსტია წარმატებები...