მე შენზე არ ვწერ.. ანა პაპოშვილი
პოეზია
07,04,2014
506/0

მე შენზე არ ვწერ..
ჩვენ უბრალოდ ბევრი დრო გქვონდა.
ქარიც ხომ ასე , ალალბედზე
ხვეტავს ნაფოტებს.

ვიცი რომ ახლა, მარტის თვეა,
აპრილიც მოვა,
გაზაფხულია,
მე უბრალოდ გამომაყოლეს

ნოემბრის თვიდან, აწეწილი,
გრძნობებით ქალი,
ფიქრები ისევ ხელწერილად
დამაქვს კარდაკარ.

არ მეშინია,მე ხომ ვიცი
არ მიძღვის ბრალი
რომ პოეზიამ ასე ურცხვად
გამათამამა.

მე შენზე არ ვწერ...
დაგწამებენ "შენი" ლექსია.
შენ შემომხედავ მზაკვრულად
და მეტყვი არაფერს.

გამოგეთხოვე შემოდგომის
ბოლო თვის დღიდან,
გაზაფხულია.. დღეს უბრალოდ
გამათამამეს..



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 0
  •