რეკვიზიტი ნინო ქოქოსაძე
პროზა
2011-09-07 12:20:14
192/15

პატარა პროვინციულ ქალაქში დავიბადე. ბებიაჩემმა ჭიპლარი გადამიჭრა და თავის კოლეგას ხალათის ჯიბეში ჩაუდო–ექიმი გამოვაო. ალბათ სწორედ ამ მისტიური სიბრძნის წყალობით ავცდი ჩემს ძირითად მოწოდებას – მწერლობას, ან იქნებ სულაც მსახიობობას.
მშობლები თბილისში ცხოვრობდნენ. მე კი აკაკი წერეთელივით იქვე მიმაბარეს ბებიას და მამიდას.
მამიდა... პროვინციული თეატრის მსახიობი. ლამაზი, მაღალი, მწვანეთვალება. სტუდენტობისას ტუბერკულოზი გადაიტანა. სადედამთილომ \"ჭლექიან არტისტს\" ოჯახში არ შემოვუშვებო და დარჩა მამიდა ერთადერთი სიყვარულით იმედგაცრუებულ შინაბერად პატარა ქალაქის სარკოფაგში.
თეატრი კიმართლაც დიდებული ჰქონდათ. მახსოვს ფოიე მარმარილოს თაღებით, მოზაიკის იატაკით. დარბაზი ხავერდგადაკრული სავარძლებით. სცენის სიცივე და კულისების ლაბირინთები ახლაც ბავშვობას მახსენებს. ხშირად სპექტაკლებისთვის რეკვიზიტები სახლიდან მიგვქონდა. შილერის \"ყაჩაღები\" ჩვენი კათხებიდან სვამდნენ ლუდს. მეფე ლირს ბებიაჩემის ხალებიანი \"შუბა\" ჰქონდა წამოსხმული. ფაშისტი გენერალი კი სულაც ჩემი ავტომატიდან ისროდა.
პირველი როლი ხუთი თვის ასაკში მომცეს. უფრო სწორად, ცოცხალ რეკვიზიტად გამომიყენეს. მე, სამწუხაროდ არ მახსოვს, მაგრამ მამიდა ამბობდა – ზუსტად საჭირო დროს ისე ბუნებრივად იტირე, აპლოდისმენტები დაიმსახურეო. სამახსოვრო სურათიც გადაგვიღეს სპექტაკლის შემდეგ, მე და მამიდა \"მადონა ლიტას\" პოზაში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. აირია და გადაირია ქვეყანა. დაინგრა ჩემი პატარა ქალაქიც. აღარავის ეთეატრებოდა.
მამიდა დიდხანს ჯიუტად ცდილობდა არ დაეჯერებინა, რომ მათი სპექტაკლები მშიერ და გაყინულ პუბლიკას აღარ სჭირდებოდა. ერთ დღესაც ლოგინში ჩაწვა და სამყაროს გაებუტა.
თბილისში ჩამოვიყვანე. ფსიქიატრებმა: დეპრესიაო... აუტიზმიო... მაშინ არ ვიცოდი, რომ \"პროვინციულმა ამბებმა\" გული გაუყინა, სმენა დაუხშო, დაამუნჯა ჩემი ამაყი, ნატიფი აქტრისა.
ერთ დილით ადგა, მაკიაჟი გაიკეთა, თვალებისფერი ხავერდის კაბა გადაიცვა და თავის უკანასკნელ სპექტაკლში თვითმკვლელის როლი გაითამაშა. გამოუვიდა! ოღონდ ეგ იყო, მაყურებლებს დააგვიანდათ...
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ერთი წლის წინ ჩავედი ჩემი ბავშვობის ქალაქში. თეატრის შენობა აღდგენილი დამხვდა. ფოიეში კი, დასის ისტორიის ფოტოსტენდზე, მამიდაჩემი გაღიმებული დასცქეროდა მკლავზე ჩაძინებულ ცოცხალ რეკვიზიტს.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 14
  • ნათია პაპიძე
  • 2011-09-13 13:41:06
  • მახსოვს...მახსოვს...ისიც მახსოვს, რომ სწორედ ამ ნაწერით აღმოვაჩინე, რომ ამ ჟანრშიც არაჩვეულებრივი ხართ.
  • 13
  • ლილია
  • 2011-09-12 13:53:01
  • ჟრუანტელმა დამიარა,იყო ისეთი მომენტებიც...როგორც ყოველთვის-შესანიშნავი!
  • 12
  • ფლე-ში
  • 2011-09-11 08:31:07
  • მიუხედავსდ იმისა, რომ ძალიან "ტევადი" ტრაგედიაა, მაინც არ მინდოდა მალე დასრულებულიყო. უაღრესად ნათელი ნაწერია, შენეული.
  • 11
  • მაკა კოლხი
  • 2011-09-11 07:38:47
  • შესანიშნავია!
    პროზაშიც თქვენი განსხვავებული სტილი იგრძნობა! smile
  • 10
  • მაია მიქაია
  • 2011-09-10 16:18:25
  • ულამაზესი მინიატურაა. რამხელა სევდაა მსუბუქად და ლაკონურად გადმოცემული. არ ვიცი რატომ, ისეთი გრძნობა მაქვს ახლა, თითქოს ეს ამბავი რაღაც ვაკუუმშია მოქცეული და უნდა აფეთქდეს...
    მახსოვს და მიყვარს ... :)
  • 8
  • შენი_ანი :)
  • 2011-09-07 21:19:27
  • ლოგინში ჩაწვა და სამყაროს გაებუტა...


    ერთ დილით ადგა, მაკიაჟი გაიკეთა, თვალებისფერი ხავერდის კაბა გადაიცვა და თავის უკანასკნელ სპექტაკლში თვითმკვლელის როლი გაითამაშა. გამოუვიდა! ოღონდ ეგ იყო, მაყურებლებს დააგვიანდათ...
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .


    ემოციური და გულწრფელია +

    მომეწონა და მეტი!
    ერთ დილით ადგა, მაკიაჟი გაიკეთა, თვალებისფერი ხავერდის კაბა გადაიცვა და თავის უკანასკნელ სპექტაკლში თვითმკვლელის როლი გაითამაშა. გამოუვიდა! ოღონდ ეგ იყო, მაყურებლებს დააგვიანდათ...

    იმოქმედა ძალიან... სათაურად უკანასკნელ როლსაც მოიხდენდა ეს მინიატურა...
    ძველი მინიარურაა და დაბეჭდილიც იყო ლიტ.პალიტრაში. აქაური მკითხველისთვის დავდე.
    დიდი მადლობა ვისაც ახსოვს.

    ცირა შალოშვილს, ტრაგედიას უხდება მსუბუქი იუმორი, ასე ვფიქრობ.
    მე კი აკაკი წერეთელივით იქვე მიმაბარეს ბებიას და მამიდას... ამ ფრაზაზე ვიხალს, მთლინოაში, საკმაოდ მძიმედ იკითხება, თუმცა ძალიან საინტერესო და ხარისხიანია... +
    კარგიაააა ... +
    კარგია, ეს მაქვს მგონი რამდენჯერმე წაკითხული და პირადადაც ნალაპარაკევი ავტორთან, მშვენიერი ავტობიოგრაფიასავითაა ანდაზის ჟანრში smile , ჰოო, რაღაც მასე...
  • 1
  • რ_____ო_____ი
  • 2011-09-06 23:45:40
  • "ერთ დილით ადგა, მაკიაჟი გაიკეთა, თვალებისფერი ხავერდის კაბა გადაიცვა და თავის უკანასკნელ სპექტაკლში თვითმკვლელის როლი გაითამაშა. გამოუვიდა! ოღონდ ეგ იყო, მაყურებლებს დააგვიანდათ... "

    ეს რა კარგია...

    +