სამყარომ გაქნა განცდები ჩემში დიტო კობახიძე
პოეზია
29,09,2014
370/0

სამყარომ გაქნა განცდები ჩემში.
ჯავრების ქარებს გადამატარა
თვალის უპესთან ნაკავებ ცრემლში
მოსჩანს ბავშობა ჩემი პატარა

დრონი გავიდა რა არ ვიხილე
დროშების ხშირი ცვალებადობა
ყველგან გადავრჩი, არსად ვიფრთხილე
და არც ბედისგან მქონდა დანდობა

სიტყვით, ფრაზებით, თუნდაც ლექსებით
ფაქიზ გრძნობებზე მიჭირს შეხება
გულით, ნაფიქრალ, სავსე საქციელს
კი ვერაფერი ვერ შეედრება...

ახლა კი ვდგავარ, ვით პორტში გემი
მშვიდად გავცქერი შტორმის ჩადგომას
ზღვაში შევალ და კვლავ შევეცდები
ჩემს წინაშე მდგომ ტალღის გაპობას

დ.კობახიძე



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 0
  •